TRIVIADA

THINK•PLAY•GROW

რა არის ტრივიადა?

ჩვენ ვმასპინძლობთ სახალისო და საინტერესო ტრივია/ქვიზ საღამოებს, რომლებიც ყველა ასაკის ადამიანისთვისაა შექმნილი!

ითამაშე მეგობრებთან ერთად, შეეჯიბრე სხვა გუნდებს, გამოსცადე შენი ცოდნა, გაატარე დაუვიწყარი საღამო და მოიგე საინტერესო პრიზები! 🧠🏆

ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია ვართ, რომელიც საქართველოში ტრივია საღამოების კულტურის შექმნასა და განვითარებას ცდილობს — და ეს მხოლოდ დასაწყისია!

შექმენი შენი გუნდი

ტრივია თამაშის ყველაზე გავრცელებული და სახალისო გზა მეგობრებთან ერთად გუნდის შექმნაა. თუ გსურს საღამო საინტერესო და მხიარულ გარემოში გაატარო, გვეწვიე მეგობრებთან ერთად და ერთად გამოსცადეთ თქვენი ცოდნა!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ერთ გუნდში უნდა იყოს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 6 ადამიანი.

შეუერთდი გუნდს 

გინდა თამაში, მაგრამ შენს მეგობრებს ამ საღამოს არ სცალიათ? პრობლემა არ არის! გვეწვიე და ადგილზე შეუერთდი სხვა მონაწილეებს ან შექმენი ახალი გუნდი.

ასეთი გუნდები ხშირად განსაკუთრებულად კარგადაც თამაშობენ — ახალი ადამიანები, ახალი ენერგია და ერთმანეთისთვის თავის მოწონების სურვილი ზოგჯერ საუკეთესო შედეგს იძლევა! 😉

გახდი ტრივიას მოთამაშე 

თამაშის დაწყებიდან დასრულებამდე ტელეფონებისა და ინტერნეტის გამოყენება დაუშვებელია. მაგრამ იცი, რა არის ნებადართული?

ლუდი, სნექები, მეგობრები, ბევრი სიცილი, ჯანსაღი კონკურენცია და, რაც მთავარია — გამარჯვების სურვილი! 🧠🏆

ალბომი